2015-09-30
ბრძანება №:1153/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M zu Köln" კონკურსანტთა ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M zu Köln" კონკურსანტთა ჩარიცხვის თაობაზე 

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის  "ა", "ბ", "ო" და  "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 24 სექტემბრის №35792/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ კონკურსის შედეგების საფუძველზე, 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე "LL.M zu Köln"  №1 დანართში მითითებული კონკურსანტები (დანართი  №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
 

« უკან დაბრუნება