2014-06-16
ბრძანება №:638/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ქვეპუნქტების,   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის  21 მარტის №47/01-01 და 2014 წლის 4 აპრილის №54/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ.სანადირაძის 12.06.2014წ.  №18285/02  დასკვნის, იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის ი. ბურდულის 09.06.2014წ. №17878/02 წარდგინების საფუძველზე, 

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრები და მაგისტრანტები  52031 ლარით, დანართი №1-ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ბაკალავრებისა და მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                  დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება