2012-07-16
ბრძანება №:86/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 - 2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2012 - 2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის #77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 13 ივლისის #534 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის:
ა) დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 30 ივლისი - 10 აგვისტო;
ბ) კრედიტების აღიარება – 13 - 15 აგვისტო;
გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 17 აგვისტო;
დ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება –  20 აგვისტო.

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი დამოწმებული შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ.
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                          ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება