2019-03-25
ბრძანება №: 77/01-01

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (N5093/10/;22.03.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კანდიდატთა სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მიერ თსუ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი ჩატარდეს 2019 წლის 5 აპრილს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121  (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მანანა გელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)თეონა  მატარაძე,    სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                           გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება