2019-10-10
ბრძანება №:252/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვანჯი მანიას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გვანჯი მანიას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2019 წლის 24 ივნისის N11926/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გვანჯი მანიას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (დანართი N1).
2.  გვანჯი მანიას სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ომარ ფურთუხია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რევაზ თევზაძე - სტუ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის წევრი);
გ) ვახტანგ კვარაცხელია - სსიპ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
დ) მიხეილ მანია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის წევრი);
ე) ბადრი მამფორია - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის წევრი);
ვ) ელიზბარ ნადარაია - სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  პროფესორი  (კომისიის წევრი);
ზ)  მამუკა  ნადარეიშვილი  -  სსიპ -  ილიას  სახელმწიფო  უნივერისტეტის  პროფესორი (კომისიის წევრი);
თ) ლიანა ორაგველიძე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი, მდივანი);
ი) მალხაზ შაშიაშვილი - სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი).
კ)   ბესიკ ჩიქვინიძე - საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის პრეზიდენტი, სტუ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის წევრი).
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება