2015-02-24
ბრძანება №:35/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი" ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი" ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ


  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. 2014 წლის 22-26 სექტემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის „გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი" ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) დარეჯან თვალთვაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი; 
ბ) ტარიელ ზარანდია - საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტის  უფროსი,  ჯგუფის წევრი;
გ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; 
დ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ე) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის    წევრი;
ვ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  უფროსი, ჯგუფის წევრი;
ზ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;

2.  დამტკიცდეს   კონფერენციის   ხარჯთაღრიცხვა   და   კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკრულების № SF/5/2-161/14) გამოყოფილი 30.000 ლარის (დანართი №1), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ საკონფერენციო ხარჯებისთვის გამოყოფილი 6080 ლარის (დანართი №2) და თსუ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი 6700 ლარის გამოყენებით (დანართი №3). 
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                    

« უკან დაბრუნება