2019-07-11
ბრძანება №:179/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N117/2017 დადგენილების N1 დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2019 წლის 8 ივლისის N12960/31-02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში    კონკურსანტებთან    გასაუბრების    დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:


ა) სამართლის მიმართულება

1.   ირმა ხარშილაძე (კომისიის თავმჯდომარე)
2.   მაია კოპალეიშვილი
3.   მაია ივანიძე
4.   ნანა ჭიღლაძე
5.   თამარ ზარანდია
6.   გიორგი მახარობლიშვილი
7.   დავით ბოსტოღანაშვილი
8.   ვასილ გონაშვილი
9.   ირა აქუბარდია
10. ლელა ჯანაშვილი
11. მორის შალიკაშვილი
12. ეკა ზარნაძე
13. თამთა ანთიძე (კომისიის მდივანი)



ბ) საერთაშორისო სამართლის მიმართულება


1.   ლევან ალექსიძე (კომისიის თავმჯდომარე)
2.   ირინე ქურდაძე
3.   ქეთევან ხუციშვილი
4.   ეკა სირაძე (კომისიის მდივანი)

2.   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.   ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო გვენეტაძე

« უკან დაბრუნება