2018-07-09
ბრძანება №:163/01-01

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (13231/10; 29.06.18) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების (2 სტიპენდია) კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 10 ივლისს 16 საათზე თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
გ)პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
დ)პროფესორი მორის შალიკაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                                                     გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება