2014-09-05
ბრძანება №:147/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე ,,დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ და ,,ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები” მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტებისა და "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე ,,დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია” და ,,ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურითიერთობები” და განისაზღვროს მაგისტრატურაში მიღების ვადები შემდეგნაირად:
 
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 5 – 6 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  8 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 - 16  სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17  სექტემბერი;

ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -  18 - 23 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;
   ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 29 სექტემბერი.

2. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; 
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი

« უკან დაბრუნება