2015-04-15
ბრძანება №:36/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო - კურსის “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1 , B2)” ფასიანი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის №10/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების  სასერტიფიკატო - კურსის “პორტუგალიური ენა (A1, A2,  B1 , B2)” ფასიანი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 თებერვლის №10/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
   
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და აკადემიური განვითარებისა უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 07 აპრილის №12737\02   კორესპონდენციის   საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების  სასერტიფიკატო - კურსის “პორტუგალიური ენა (A1, A2, B1 , B2)” ფასიანი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2015 წლის 12 თებერვლის №10/02-01 ბრძანებაში და ბრძანებას მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. კურსის შემოსავლის 10% მოხმარდეს აკადემიური  განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ამავე ცენტრის წარდგინების საფუძველზე, ხოლო 90% კი პორტოგალიური ცენტრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე გამოეყოს აღნიშნულ ცენტრს დებულებით განსაზღვრული მიზნებისათვის.“ 
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ვებ გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი                                დავით ჩომახიძე  
« უკან დაბრუნება