2018-10-04
ბრძანება №:231/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციის „ქართულ-ოსურ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“ ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციის  „ქართულ-ოსურ  ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“ ჩატარებისა და საორგანიზაციო კომისიის დამტკიცების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის 2018 წლის 07 სექტემბრის №17726/10-02 და 2018 წლის 28 სექტემბრის N22002/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 13-15 ოქტომბერს გაიმართოს სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები “. 
2. კონფერენციის  ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს  კონფერენციის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ნუნუ ოვსიანიკოვა - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი;
გ) სოფიო შამანიდი – უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხში – კომისიის წევრი;
დ) თამაზ გამყრელიძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტი - კომისიის წევრი;
ე) ნაირა ბეპიევი - უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი – კომისიის წევრი;
ვ) ნანა გაფრიდაშვილი - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  – კომისიის წევრი;
ზ) მზექალა შანიძე - უნივერსიტეტის ემერიტუსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი - კომისიის წევრი;
თ)  ავთანდილ არაბული - უნივერსიტეტის არნოლდ  ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – კომისიის წევრი;
ი)ირმა რატიანი - უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომისიის წევრი;
კ) სონია გიპერტ - ფრიტცი - გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტი – კომისიის წევრი;
ლ) ელენე ბესოლოვა - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილო ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი – კომისიის წევრი;
მ) ელმირა გუტიევა - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილო ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი – კომისიის წევრი;
ნ) თინათინ მარგალიტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი - კომისიის წევრი;
ო) მანანა გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
პ) თინათინ ბოლქვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ჟ) მაია გურაბანიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი – კომისიის წევრი;
რ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი;
ს) ირაკლი საღარეიშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ტ)გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
უ)ნანა მამაგულიშვილი - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
ფ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ქ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ღ) ნინო პოპიაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
ყ) თამარ გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი – კომისიის წევრი;
3.დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ - ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას კონფერენციის პროგრამის, თეზისებისა და მასალების კრებულების ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების მომზადება, კონფერენციის მონაწილეთეთათვის სერტიფიკატების დაბეჭვდა. 
5.დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმს საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში გათვალისწინებული გამოფენის ორგანიზება. 
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს  საუიბილეო ღონისძიებათა გაშუქება.
7. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება