2014-11-12
ბრძანება №:201/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების შესახებ” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის №01-01/259 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2014 წლის 5 ნოემბრის #38326/02 კორესპონდეციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

 1.    შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების შესახებ” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 27 ოქტომბრის #01-01/259 ბრძანებაში:
 ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 ,,3. ჯგუფის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2006-2007 სასწავლო წლიდან     2014-2015 სასწავლო წლის ჩათვლით.  ჯგუფის  წევრებს  აღნიშნული   მუშაობა ჩაეთვალოთ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობად".
 ბ) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 ,,4. გათვალისწინებულ   იქნას,  რომ   ჯგუფის   მუშაობას   ფინანსურად 2006-2007 სასწავლო წლიდან 2014-2015 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფს ,,დიონისიოს ვარელასი ბიზანტინისტიკის განვითარებისათვის პროგრამა”.
 2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
 3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და  დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა.
 4.    ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                      აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა                     

« უკან დაბრუნება