2017-02-14
ბრძანება №:19/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცდის ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცდის ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს    2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული    №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცდების ჩატარების ვადა: 

ა) გამოცდა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში -  14 თებერვალი (10 საათი);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 15 თებერვალი (10 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 16 თებერვალი;
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17 თებერვალი;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                       გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება