2018-09-27
ბრძანება №:246/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში  2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,   52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 18 სექტემბრის N18943/10 წერილის  საფუძველზე, 

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:    

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადების (კურსის ხანგრძლივობა: 2018 წლის   01 ოქტომბერი 2019 წლის 30 ივნისი) წლიური საფასური 2018-2019 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა)ქართული ენა და ლიტერატურა – 850 ლარის ოდენობით;
ბ)ზოგადი უნარები - 850 ლარის ოდენობით;
გ) უცხო ენა – 850 ლარის ოდენობით;
დ) მათემატიკა – 850 ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს ისტორია – 850 ლარის ოდენობით;
ვ) ფიზიკა – 850 ლარის ოდენობით;
ზ) ქიმია – 850 ლარის ოდენობით;
თ) ბიოლოგია – 850 ლარის ოდენობით;
ი) გეოგრაფია - 850 ლარის ოდენობით;
2. მოსამზადებელ განყოფილებაში ცალკეულ საგანში აბიტურიენტთა რაოდენობა ჯგუფში განისაზღვროს მინიმუმ 5 მსმენელით;
3. მოსამზადებელ განყოფილებაში ცალკეულ საგანში მომზადების კურსის მოცულობა განისაზღვროს 140 საათით;
4. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში აბიტურიენტთა მოსამზადებლად დადგინდეს შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით: 


ა) 2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს    შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად, კერძოდ:
 ა.ა) სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა გადანაწილდეს 9 თვეზე, ყოველთვე წინასწარი გადახდით;
ა.ბ.) აბიტურიენტის მიერ სწავლის საფასურის ყოველთვე გადახდის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის პირველი თვის საფასური დაიფაროს 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 05 ოქტომბრამდე, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდეს ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში, არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა; 
ა.გ.) შესაძლებელია სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა გადანაწილდეს ორ ნაწილად: გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი დაიფაროს 2018 წლის 01 ოქტომბრიდან                                     05 ოქტომბრამდე, ხოლო გადასახდელი თანხის მეორე ნახევარი დაიფაროს 2019 წლის   30 აპრილამდე;
ბ)  აბიტურიენტის მიერ 3  ან  4    საგნის  არჩევის  შემთხვევაში,  თითოეული   საგნის  სრული ღირებულება განისაზღვოს 700 ლარის ოდენობით;
გ) სოციალურად დაუცველი და  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან მყოფი  ოჯახის წევრი აბიტურიენტების მიერ 3 (სამი) ან 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
დ) მოსამზადებელ განყოფილებაში ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
ე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და მათი შვილებისათვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით;
ვ)  ერთიანი  ეროვნული  გამოცდებისთვის   მოსამზადებელ  განყოფილებაში   შესაძლებელია აბიტურიენტის ინდივიდუალურად მომზადება; აბიტურიენტის ინდივიდუალურად მომზადებისათვის ცალკეულ საგნებში სწავლის საფასური განისაზღვროს აბიტურიენტის  კანონიერ წარმომადგენელსა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს    შორის    გაფორმებული    ხელშეკრულების საფუძველზე.
5. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა მოსამზადებლად თითოეული მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 15 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
6. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
7. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                ნუნუ ოვსიანიკოვა
 

« უკან დაბრუნება