2015-10-26
ბრძანება №:198/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელძღვანელის 2015 წლის 15 ოქტომბრის  № MES 2 15 01063566 (კანც. რეგისტრაციის №38947/02, 19.10.2015) და 26 ოქტომბრის №MES 6 15 01112114 (კანც. რეგისტრაციის №39815/02, 26.10.2015) წერილის  საფუძველზე

ვბრძანებ: 

1. დამტკიცდეს 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე აპლიკანტების განაწილების მიზნით, აპლიკანტების მიერ მიღებული ქულის გათვალისწინებით შექმნილი რანჟირების დოკუმენტი №1 დანართის მიხედვით (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა   
« უკან დაბრუნება