2016-02-01
ბრძანება №:207/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

 სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის                2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2016 წლის 15 იანვრის №20, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 2015 წლის 24 ნოემბრის №214/01-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 29 დეკემბრის №213/02-01 ბრძანებების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ი.ბურდულის 11.12.2015წ.  №46165/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის  დ. კანდელაკის   2015 წლის 16.12.2015წ. 46641/02 დასკვნის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი #1 – ის მიხედვით;   
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 16500 ლარი, უნივერსიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე           
          ე. ქემოკლიძე
« უკან დაბრუნება