2012-01-30
ბრძანება №:06/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 - 2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 - 2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ 

   „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2011- 2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:   
ა)  დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 22 - 27 თებერვალი  
ბ) კრედიტების აღიარება – 28 თებერვალი – 5 მარტი
გ)  სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 6 მარტი
დ)  ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 9 მარტი
2.    განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა)    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)    სტუდენტის სასწავლო ბარათი დამოწმებული შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის) მიერ.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  უზრუნველყოფის და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი                                                                                                 ლევან ალექსიძე


« უკან დაბრუნება