2015-07-09
ბრძანება №:108/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 10 ივნისის №90/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2015 წლის პირველი ივლისის №21442/02 წერილისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ა. კუკულავას 2015 წლის 8 ივლისის №22254/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 10 ივნისის  №90/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
1. "4.კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

 მათემატიკის მიმართულება

ქვემიმართულება: მათემატიკური ანალიზი

 ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა

ასისტენტ - პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

კომპიუტერული მეცნიერებების  მიმართულება

ქვემიმართულება: ტექნიკური ინფორმატიკა

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

გეოგრაფიის მიმართულება

ქვემიმართულება: გეომორფოლოგია და კარტოგრაფია

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ბიოლოგიის მიმართულება

ქვემიმართულება: გენეტიკა

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ელექტრონიკის მიმართულება

ქვემიმართულება: ანტენები და ტალღების გავრცელება

  ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ელექტრომაგნიტური თავსებადობა

 ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული”. 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
                                          
« უკან დაბრუნება