2019-02-26
ბრძანება №:1/03

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალის, კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა და სტუდენტთა ყოველსემესტრული გამოკითხვის კითხვარების დამტკიცების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალის, კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა და სტუდენტთა ყოველსემესტრული გამოკითხვის კითხვარების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის N4 სხდომის ოქმით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების, მე- 4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  ,,სტუდენტთა მომსახურებით კმაყოფილების კითხვარი’’(დანართი 1);
2. დამტკიცდეს    ,,აკადემიური,    სამეცნიერო    და    მოწვეული    პერსონალის კითხვარი’’(დანართი 2);
3. დამტკიცდეს  ,,კურსდამთავრებულთა გამოკითხვის კითხვარი’’ (დანართი 3);
4. დამტკიცდეს  ,,დამსაქმებელთა კმაყოფილების კითხვარი’’ (დანართი 4);
5. დამტკიცდეს   ,,სტუდენტთა   ყოველსემესტრული   გამოკითხვის   კითხვარი’’(დანართი 5).
6. წინამდებარე    ბრძანების    ძალაში    შესვლის    დღიდან    ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 მარტის 03/03 ბრძანება.

7.  ბრძანების  შესრულებაზე  კონტროლი  დაევალოს  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
8. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფომრაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი                  ირმა გრძელიძე

« უკან დაბრუნება