2012-02-13
ბრძანება №:#17/02-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ” 2010 წლის 22 მარტის #82 დებულების მე-3 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერმი ქემოკლიძე – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) რომან ხარბედია – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) გიორგი ტალახაძე – უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) არჩილ კუკულავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ე) მიხეილ ხურცია – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
ვ) ლიანა ღვალაძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა – ანგარიშგების განყოფილების უფროსი, აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
ზ) რუსუდან ნასარიძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე, აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
თ) თვალმაისა ჯღარკავა – საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ძირითადი აქტივების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
ი) ალექსანდრე ჭიღლაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
კ) ზურაბ კილასონია – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
ლ) მურმან ცარციძე – საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კომისიის წევრი;
მ) ავთანდილ რაზმაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ნ) გაიოზ ტოკლიკიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ო) ლიანა მჭედლიშვილი _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

2. წინამდებარე ბრძანების ძალ
ში შესვლის დღიდან გაუქმებულად გამოცხადდეს  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 თებერვლის #17/02-01 ბრძანება.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება