2018-05-24
ბრძანება №:458/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2018 წლის პირველი მარტიდან – 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2018 წლის პირველი მარტიდან –  2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის №392 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 3 მაისის №105/01-01 ბრძანებების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. გაგოშიძის 16.05.2018წ. №9879/26 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 18.05.2018წ. №10051/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2018 წლის პირველი მარტიდან – 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;   
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 4800 ლარი, უნივერსიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                               ნ. ოვსიანიკოვა
                          
   
« უკან დაბრუნება