2009-04-23
ბრძანება №:42 / 01-01

ტარტუს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ტარტუს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

                           ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

  1. 2009 წლის 23 და 28 აპრილს ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ტარტუს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში;
  2. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ირინე დარჩია (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსი)
    ბ) ნანი მაჭარაშვილი- (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი)
    გ) ეკატერინე ბაღიშვილი (იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი) 
  1. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება.
  2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაია მენთეშაშვილის 2009 წლის 22.04 #8041/02 წერილი.

 

 

რექტორი, პროფესორი
                              გიორგი ხუბუა

« უკან დაბრუნება