2017-05-10
ბრძანება №:91/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10, 29-12-2014წ.), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 10 აპრილის №07/04 ერთობლივი ბრძანების, 2017 წლის 13 აპრილის #68/01-01 რექტორის ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის 2017 წლის 8 მაისის #6745/31-05 და 10 მაისის #6803/31-05 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 10 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 12 ივნისიდან 2017 წლის                 16 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 25 ივლისის;
4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ა) სამართლის ისტორია
კატეგორია „ა“ ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
         კატეგორია „ბ“ ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ბ) კერძო სამართალი
    კატეგორია „ბ“ ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

გ) კონსტიტუციური სამართალი
კატეგორია „ბ“ ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული

დ) ადმინისტრაციული სამართალი
კატეგორია „ბ“ ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ე) სისხლის სამართალი
"კატეგორია „ბ“ ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი – MS Word da PDF));    
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 12 ივნისიდან                   2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით 09:30 საათიდან 17:30 საათამდე იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში – თბილისი,               ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (თსუ II კორპუსი) პირველი სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია), ოთახი №117;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე          მიხეილ ჩხენკელი

« უკან დაბრუნება