2007-08-21
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგების ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2006 წლის 24 მარტის N55, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ოქტომბრის N01-01-/249 და რექტორის 2007 წლის 22 მაისის N46/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ (ბრძანება N69/01-01)

ბრძანება № 69/01-01
21.08.2007

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგების ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2006 წლის 24 მარტის N55, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ოქტორმბრის
N:01-01-/249 და რექტორის 2007 წლის 22 მაისის N 46/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის. შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ"  
საქართველოს კანონის 22–ე მუხლისა და 89–ე მუხლის მე–9 და მე–10 პუნქტების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგების ანაზღაურების ტარიფი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის – 10 ლარი საათში;
ბ) დოქტორის აკადემიური ხარისხის არმქონე პედაგოგის – 6 ლარი საათში;
გ) უცხოენოვან მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სემინარების ჩატარებისათვის აკადემიურ ხარისხის არმქონე პედაგოგის – 10 ლარი საათში;
დ) უცხოენოვან მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ლექცია–სემინარების ჩატარებისათვის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის – 15 ლარი საათში;
2) ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2006 წლის 24 მარტის
N55 ბრძანება, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ოქტომბრის N 01-01/249 ბრძანება და რექტორის 2007 წლის 22 მაისის N 46/01-01 ბრძანება;
3. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

 

საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 22 მაისის N6483/02 მოხსენებითი ბარათი.

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება