2013-07-18
ბრძანება №:77/02-01

,, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტებთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 17 ივნისის N66/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-102 მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესის“, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ”, ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2013 წლის 09 ივლისის N19381/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტებთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის  განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 17 ივნისის N66/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტებთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის  განთავსების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ზაზა სხირტლაძე - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
დ) მაია ციციშვილი - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
ე) მაია მანია -  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
ვ) მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი - კომისიის წევრი;
ზ) გოგი ხოშტარია - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
თ) ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი - კომისიის წევრი;
ი) ირინე მირიჯანაშვილი - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
კ) ირაკლი მასხარაშვილი - არქიტექტორი - კომისიის წევრი;
ლ) ირინე კოშორიძე-  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
მ) ნათელა ჯაბუა -  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
ნ) გია იაშვილი - მოქანდაკე  - კომისიის წევრი;
ო) ლევან სილაგაძე - მხატვარი - კომისიის წევრი;
პ) მალხაზ მაცაბერიძე - ისტორიკოსი - კომისიის წევრი;
ჟ) დიმიტრი შველიძე -ისტორიკოსი  - კომისიის წევრი;
რ) ასტამურ ჯიხაშვილი - თსუ სტუდენტი - კომისიის წევრი;“

2.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
4.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                                        დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება