2010-04-12
ბრძანება №:72/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის პერსონალის შესარჩევი კომისიის შემადგენლობისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის პერსონალის შესარჩევი კომისიის  შემადგენლობისა და  კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" " 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე
  
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის პერსონალის შესარჩევი კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

    ა)
      რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის    მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);
    ბ)
      მირიან ბიჭიკაშვილი –  რექტორის მრჩეველი;
    გ)  გიორგი გორაშვილი –  დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის
    უფროსი;
    დ) ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის
    უფროსი (კომისიის მდივანი);
  1. პერსონალის შერჩევა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

    ა)
       მაღალი შეფასების ასაკობრივი ზღვარი 25-დან 35 წლამდე _ 20-დან 30 ქულამდე;
    საშუალო შეფასების ასაკობრივი ზღვარი 35-დან 50 წლამდე _ 10-დან 20 ქულამდე.
    დაბალი შეფასების ასაკობრივი ზღვარი 18-დან 25 წლამდე და 50 წლის ზემოთ _ 10 ქულამდე;
    ბ)   კანდიდატის  ინტელექტუალური  დონე,  მისი კომუნიკაბელურობის უნარი 0-დან 35 ქულამდე;

    გ)   კანდიდატის ფიზიკური მომზადება და გარეგნული პარამეტრები –
    სიმაღლე, წონა და ა.შ., (განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება  მოქმედ სპორტსმენებს ან რეგულარულად მოვარჯიშე პირებს,  რომლებსაც შესაძლოა არ გააჩნიათ მაღალი სპორტული მიღწევები, მაგრამ იმყოფებიან კარგ ფიზიკურ ფორმაში) –  0-დან 35 ქულამდე.
  1. გასაუბრება ჩატარდება 2010 წლის 16 აპრილს, თსუ II კორპუსი ოთახი №158;
  2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

    საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 17 თებერვლის ბრძანება №26/02-01



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობისშ ემსრულებელი                                     რ. ხარბედია


« უკან დაბრუნება