2019-07-15
ბრძანება №:181/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა(ინგლისურენოვანი)“ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა(ინგლისურენოვანი)“ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 15 ივლისის N13544/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)  ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 - 28 ოქტომბერი; ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 21 - 28 ოქტომბერი;
გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 28 ოქტომბერი -  18 თებერვალი;
დ) საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები), დამატებითი გამოცდები -25-29 თებერვალი;
ე) არდადეგები - 1-8 მარტი.

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება