2011-07-21
ბრძანება №:71/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 29 ივნისის №16927/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 5 ივლისის №17456/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 6 ივლისის №17684/02 და 23 ივნისის №16156/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 28 ივნისის №16790/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შესმრულებლის 2011 წლის 22 ივნისის №15921/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 24 ივნისის №16364/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე/სამაგისტრო პროგრამებზე 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად;
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი                             ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება