2012-10-17
ბრძანება №:134/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ”, ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის და ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი  და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და  საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ” 2010 წლის 22 მარტის №82 დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერმი ქემოკლიძე – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლიანა მჭედლიშვილი _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლიანა ღვალაძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა – ანგარიშგების განყოფილების უფროსი, აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
დ) რომან ხარბედია – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ე) რუსუდან ნასარიძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე, აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
ვ) თვალმაისა ჯღარკავა – საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი სპეციალისტი, ძირითადი აქტივების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი, კომისიის წევრი;
ზ) ალექსანდრე ჭიღლაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
თ) ზურაბ კილასონია – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
ი) მურმან ცარციძე – საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კომისიის წევრი;
ლ) ავთანდილ რაზმაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი, კომისიის წევრი;
კ) გაიოზ ტოკლიკიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ლ) ნინო კუტალაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
მ) ირა მომცელიძე – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა _ ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ნ) რევაზ გულარაშვილი - – იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი, კომისიის წევრი.

2. დაევალოს    კანცელარიას     წინამდებარე  ბრძანების     შესასრულებლად  გადაცემა  დაინტერესებულ   პირთათვის,   დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანება  განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ,,ვებ”-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე           

« უკან დაბრუნება