2009-03-20
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე” ჩატარების შესახებ (ბრძანება №36/01-01)

ბრძანება № 36 / 01-01
       20.03.2009 წ
 

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე” ჩატარების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2009 წლის  12-16 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე” ჩატარების ორგანიზების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯ. ხუბუა - პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) რ. ბოჭორიშვილი – თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მ. ნიორაძე -  პროფესორი, თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) რ. ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
ე) ი. საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ვ) მ. მენთეშაშვილი - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ზ) ი. კალანდაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
თ) თ. ტაბატაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის უფროსი;
ი) ნ. ოვსიანიკოვა - თსუ-ს კანცელარიის უფროსი;
კ) მ. სეხნიაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
ლ)დ. ჩერქეზიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
მ) ბ. ჭილაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ნ) თ. ჯობავა – კომიტეტის სწავლული მდივანი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

2. კონფერენციის გამართვის ადგილად განისაზღვროს თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი.
3. დაევალოს საორგანიზაციო კომიტეტს (ჯ.ხუბუა) კონფერენციის პროგრამის და ხარჯთაღრიცხვის წარდგენა საფინანსო დეპარტამენტში ერთი კვირის ვადაში.
4. კონფერენციის უცხოელი სტუმრებისათვის სარეგისტრაციო შენატანად განისაზღვროს 150 ევრო. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა. კონფერენციის სარეგისტრაციო შენატანებისა და არსებული თანხების განკარგვის მონიტორინგი, ამასთან ანგარიშიდან თანხის ხარჯვა განახორციელოს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
5. დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს (თ.ტაბატაძე) კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფა.
6. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (დ. ჩერქეზიშვილი) კონფერენციის მონაწილეთა სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე კონფერენციის სათანადოდ ჩატარების მიზნით თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის შესაბამისი ფლიგელის მოწესრიგება.
7. დაევალოს თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (მ. სეხნიაშვილი) კონფერენციის სათანადო გაშუქების უზრუნველყოფა.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (ი. კალანდაძე).
9. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის
უფროსის 18.03.2009 წლის #5758/02 მოხსენებითი ბარათი.

     

 

  რექტორი, პროფესორი
                                            გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება