2018-04-02
ბრძანება №:63/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და   მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის  18 იანვრის N03/04 ერთობლივი ბრძანების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნუგზარ ღლონტის 2018 წლის   30 მარტის N6447/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი    მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  უვადოდ აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე    მუშაობას,   არამედ    გამოქვეყნებულ   სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც),  ბოლო                      


10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გააჩნდეს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებული  ERIH-ში;
3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო   10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;           
6.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (უვადო და ვადიანი), უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. 
7. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 2 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 3 მაისიდან  2018 წლის 8 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს   2018 წლის 15 მაისისა;
8. კონკურსი გამოცხადდეს  მიხეილ ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

     გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
     მთავარი მეცნიერ თანამშრომელი –  1 საშტატო ერთეული  (უვადო)
     მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
     მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

  დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (უვადო)

  სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი:
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადო), მიმართულება -
  სეისმოლოგია.
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (უვადო),  მიმართულება -
  ფიზიკა.
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით),  
  მიმართულება - საინჟინრო სამშენებლო.  

  ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
   
  კოსმოსური კვლევის ცენტრი:
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი -  –  1 საშტატო ერთეული  (უვადო)
  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

9. კონკურსი გამოცხადდეს მიხეილ ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

 გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 

 დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული

 სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი:
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული, მიმართულება - ფიზიკა.
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული, მიმართულება - 
 ფიზიკა- მათემატიკა.
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული,  მიმართულება -
 საინჟინრო  - გეოლოგია.
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული, მიმართულება -
საინჟინრო  - ეკონომიკა.

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური 
მოდელირების სექტორი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული 

კოსმოსური კვლევის ცენტრი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

10. კონკურსი გამოცხადდეს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

 სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული, მიმართულება -
 საძიებო გეოფიზიკა.
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული, მიმართულება  - ფიზიკა.

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

 ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური 
 მოდელირების სექტორი:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

 კოსმოსური კვლევის ცენტრი:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

 ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
 მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

 დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

11. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 ); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

12. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 3 მაისიდან  2018 წლის 8 მაისის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში.   მისამართი:  თბილისი,  მ. ალექსიძის ქ N1  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
13. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის   კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
16. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



  რექტორი                                                              გიორგი შარვაშიძე                                         
            
                        

« უკან დაბრუნება