2011-09-21
ბრძანება №:164/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 06 აპრილის №60/02–01 ბრძანების სათაურში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 06 აპრილის №60/02–01 ბრძანების სათაურში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

     სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 06 აპრილის №60/02–01 ბრძანების სათაურში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ სათაურში მითითებული პროგრამის ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა” ნაცვლად დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო  ,,კომპიუტერული პროგრამის SPPS for Windows-ის გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის კურსი დამწყებთათვის”.
    ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე და 59-ე მუხლების, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 06 აპრილის №60/02–01 ბრძანების სათაურში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   აკადემიური  განვითარებისა  და  უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,კომპიუტერული პროგრამის SPPS for Windows-ის გამოყენებით მონაცემების დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის კურსი დამწყებთათვის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების დადგენის თაობაზე“.
  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.









ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                          დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება