2017-11-22
ბრძანება №:252/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 16  ოქტომბრის №113/2017 დადგენილებისა და თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 23 ოქტომბრის (ოქმი №4) გადაწყვეტილების, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის  2017 წლის  9 ნოემბრის №25/04 ერთობლივი ბრძანებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2017 წლის 16 ნოემბრის №20925/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების შესარჩევად.
1.1 ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსი –  1 საშტატო ერთეული;
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ცოდნა და გამოცდილება

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი:
ბ) საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების   ფუნქციონირების,  მასში  მიმდინარე  პროცესებისა   და 
სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი პროფესიული გამოცდილებით;
გ) ბოლონიის    პროცესის   და   ერთიანი  ევროპული  საგანმანათლებლო  სივრცის შესახებ ცოდნა;
დ) უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა:
დ.ა.) "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
დ.ბ.) "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;
დ.გ.) "საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება; 
ე) ბოლონიის პროცესისა და ერთიანი ევროპული სივრცის შემდეგი დოკუმენტების   ცოდნა: 
   ე.ა) "ევროპის      უმაღლესი     განათლების     სივრცეში    ხარისხის   უზრუნველყოფის  სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG)".   2015წ.         (http://erasmusplus.org.ge/files/publications/ESG%202015.pdf);
   ე.ბ) სახელმძღვანელო: ხარისხის შიდა მართვა კომპეტენციებზე დაფუძნებულ უმაღლეს განათლებაში (https://drive.google.com/file/d/0B8EsOg5UNGftaVdKdlBhVjNZbjQ/view;
ვ) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების ცოდნა.
           
       უნარები
   
 ა) კომპიუტერული უნარების ქონა;
 ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი; 
 დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის   უნარი;
 ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი; 
 ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 

 აპლიკანტს მოეთხოვება სამსახურის დებულებით გათვალისწინებული განყოფილების ხელმძღვანელის შემდეგი ფუნქციების შესრულება: 

ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
ბ) მოვალეობების განაწილება, განსაზღვრა და დავალებების მიცემა განყოფილების თანამშრომლებს შორის სამახურის უფროსის მითითებების შესაბამისად;
გ) განყოფილების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
დ) განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტების ხელმოწერა;
ე) განყოფილების საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა სამსახურის უფროსისადმი;
ვ) განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზება,  რისთვისაც სამსახურის უფროსს წარედგინება წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ)განყოფილების საქმიანობის კანონიერებასა და ეფქტიანობაზე პასუხისმგებელობა;
თ) სამსახურის უფროსის წარდგინებით მისი მოვალეობის შესრულება;
ი) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შეფასების პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
კ)  სწავლების ხარისხის ამაღლების პროცესში მონაწილეობა ავტორიზაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით;
ლ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესის შემუშავების პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
მ)უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის შემუშავების პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
 ნ) საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
ო) უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნისა და განახლების პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
პ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ავტორიზაციის შესახებ ნორმატიული მოთხოვნების, ასევე მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ჟ) ინფორმაციის მიღება ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათი შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში ასახვის მიზნით;
რ) სასწავლო პროცესთან, სამეცნიერო კვლევებთან,  ავტორიზაციასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
ს) უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურისა და მართვის, სტუდენტების მხარდაჭერის სერვისების, პერსონალის მართვის, კვლევების, განვითარებისა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობის, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსის შესაბამისობის დადგენის პროცესში მონაწილეობა ავტორიზაციის სტანდარტებთან უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან, პასუხიმგებელ პირებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
ტ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენის პროცესში მონაწილეობა ავტორიზაციის სტანდარტებთან უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან, პასუხისმგებელ პირებთან  და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
უ)აკადემიური პერსონალის ტექნიკური მხარდაჭერა საგანმანათლებლო   პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში;
ფ)კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება  უნივერსიტეტის  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;
ქ) აკადემიური  საბჭოს   დადგენილებების და  რექტორის  სამართლებრივი   აქტების პროექტების მომზადება განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
ღ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ფუნქციური   საქმიანობის განმსაზღვრელი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
ყ) მსოფლიოს სხვადასხვა  საუნივერსიტეტო რანჟირების  სისტემაში  უნივერსიტეტის უზრუნველყოფის  პროცესში  მონაწილეობა   უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან და პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით;  
შ) უნივერსიტეტის წესდებით, რექტორის სამართლებრივი აქტებით, აკადემიური საბჭოს დადგენილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება კომპეტენციის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შესაბამისი განყოფილების დასახელება);
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ)არანაკლებ მაგისტრის ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
დ)პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის  შემთხვევაში) 
ზ)ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, ელფოსტა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) 

1.2 აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსი – 1 საშტატო ერთეული
     აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ცოდნა და გამოცდილება

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი პროფესიული გამოცდილებით;
გ) ბოლონიის პროცესის და ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესახებ ცოდნა;
დ) უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  დ.ა) "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
  დ.ბ) "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;
ე)ბოლონიის პროცესისა და ერთიანი ევროპული სივრცის შემდეგი დოკუმენტების ცოდნა: 
  ე.ა)"ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG)". 2015 წ.  (http://erasmusplus.org.ge/files/publications/ESG%202015.pdf);
  ე.ბ)სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისა და დანერგვის პრაქტიკული სახელმძღვანელო      (http://erasmusplus.org.ge/files/publications/Learning%20Outcomes%20ge.pdf) 
  ე.გ) კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის  სახელმძღვანელო   (https://drive.google.com/file/d/0B8EsOg5UNGftNFZwWGprVENVaWc/view)
ვ) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების ცოდნა.
 
    უნარები
 ა) კომპიუტერული უნარების ქონა;
 ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი; 
 დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის  უნარი;
 ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი; 
 ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 

აპლიკანტს მოეთხოვება სამსახურის დებულებით გათვალისწინებული განყოფილების ხელმძღვანელის შემდეგი ფუნქციების შესრულება: 

ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
ბ) მოვალეობების განაწილება, განსაზღვრა და დავალებების მიცემა განყოფილების თანამშრომლებს შორის სამახურის უფროსის მითითებების შესაბამისად;
გ) განყოფილების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
დ) განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტების ხელმოწერა;
ე) განყოფილების საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა სამსახურის უფროსისადმი;
ვ) განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზება,  რისთვისაც სამსახურის უფროსს წარედგინება წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ)განყოფილების საქმიანობის კანონიერებასა დაეფქტიანობაზე პასუხისმგებელობა;
თ) სამსახურის უფროსის წარდგინებით მისი მოვალეობის შეასრულება;
ი) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი  მუშაობის, აგრეთვე მისი   პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შეფასების პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
კ) სწავლების ხარისხის ამაღლების პროცესში მონაწილეობა სწავლის,  სწავლებისა   და   შეფასების,   აგრეთვე   კვლევის   თანამედროვე    მეთოდების 
(მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) დანერგვის ხელშეწყობით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით;
ლ) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესის შემუშავების  პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
მ)საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
ნ)  უნივერსიტეტში სწავლების  ხარისხის  მაჩვენებელთა  შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნისა და განახლების პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
ო)ინფორმაციის მიწოდება აკრედიტაციის შესახებ ფაკულტეტების  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურებისათვის  ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე; 
პ)აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება ფაკულტეტების  ხარისხის   უზრუნველყოფის  სამსახურებიდან  შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;
ჟ)საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესში მონაწილეობა;
რ)აკადემიური პერსონალის ტექნიკური მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში;
ს) პროფესიული, საბაკალავრო, დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის, სამაგისტრო, სადოქტორო, უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება;
ტ) პროფესიული, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, სამაგისტრო, სადოქტორო, უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატური  ტექნიკური  მონიტორინგის  ორგანიზება  შემუშავებული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საფუძველზე;
უ) პროფესიული,     საბაკალავრო,     დიპლომირებული     მედიკოსის,  სამაგისტრო, სადოქტორო, უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული აკადემიური (მათ შორის საერთაშორისო) ექსპერტიზის ორგანიზება ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით;
ფ)პროფესიული, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის, სამაგისტრო, სადოქტორო, უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების წესის შემუშავება და მათი შეფასება დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
ქ) პროფესიული, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის, სამაგისტრო, სადოქტორო, უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზი დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების ანალოგიურ პროგრამებთან მიმართებაში;
ღ)რეკომენდაციების წარდგენა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისათვის (კოორდინატორებისათვის) პროფესიული, საბაკალავრო, 
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, სამაგისტრო, სადოქტორო, უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის მიზნით;
ყ) საგანმანათლებლო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა  და აკადემიური ექსპერტიზის  გარე  შეფასების  განმახორციელებელი უფლებამოსილი დაწესებულების შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის  რეკომენდაციების შედეგად, უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და აკადემიური საბჭოსთვის 
რეკომენდაციების წარდგენა საგანამანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე;
  შ)სტუდენტების გამოკითხვის კითხვარების შემუშავება;
ჩ) სტუდენტების სისტემატური გამოკითხვა, გამოკითხვის შედეგების დამუშავება და გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება;
ც) სტუდენტთა შეფასებების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უნივერსიტეტის ფაკულტეტების, აკადემიური საბჭოს წინაშე სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით;
ძ) ადმინისტრაციული/დამხმარე/აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების   კითხვარის შემუშავება;
წ)ადმინისტრაციული/ დამხმარე/აკადემიური  პერსონალის   საქმიანობის   შეფასების მიზნით გამოკითხვის ორგანიზება, გამოკითხვის შედეგების დამუშავება,   შედეგების გაცნობა შესაბამისი სტრუქტურებისათვის, შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის მათი საქმიანობის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით;
ჭ) სტუდენტების     კრედიტების     აღიარებასთან     დაკავშირებული     წერილობითი მომართვების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ფაკულტეტების ადმინისტრაციის მიმართ;
ხ) უმაღლესი   განათლების   დამადასტურებელი   სახელმწიფო   დოკუმენტის   - დიპლომის დანართის შევსების წესის შემუშავებასა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის  დანართის  შედგენისა  და  მომზადების  პროცესში მონაწილეობა;
ჯ) კონფერენციების,  ტრენინგების,  სემინარების,  საკონსულტაციო   და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება    უნივერსიტეტის     აკადემიური      და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე;
ჰ) აკადემიური საბჭოს დადგენილებების და რექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
  ჰ.ა) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციური საქმიანობის განმსაზღვრელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
  ჰ.ბ.) აკრედიტაციასთან   დაკავშირებული   უნივერსიტეტის   სამართლებრივი   აქტების პროექტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
 ჰ.გ.)  უნივერსიტეტის  წესდებით,  რექტორის  სამართლებრივი  აქტებით,  აკადემიური საბჭოს  დადგენილებებით განსაზღვრული  სხვა  უფლებამოსილების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შესაბამისი განყოფილების დასახელება);
ბ)CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
 ვ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის     შემთხვევაში) 
ზ) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, სამუშა ადგილი, თანამდებობა, ელფოსტა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) 
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ.
აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას ინგლისურ და ქართულ ენებზე (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).  გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
3. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია  არაუგვიანეს 2017 წლის პირველი დეკემბრისა;
4. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის  ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიეთითოს "ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების უფროსი;"
5. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ze;
6. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2017 წლის 12 დეკემბრისა;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
   
     

 ადმინისტრაციის ხელძღვანელი               ნუნუ ოვსიანიკოვა
   
  
 

« უკან დაბრუნება