2015-07-30
ბრძანება №:129/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 29 ივლისის  №4039/27-01 (კანცელარიაში რეგისტრაციის №25061/02; 30. 07. 2015) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები შემდეგი სახით:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 30 ივლისი -3 აგვისტო; 
ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 3 -19 აგვისტო; 
გ) გამოცდა (წერითი კომპონენტი) – 20 აგვისტო;
დ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 21 აგვისტო;
ე) გამოცდის შედეგების აპელაცია – 21 აგვისტო;
ვ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22 აგვისტო;



2. მიეცეთ 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის  გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების №1 დანართში მითითებულ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს (დანართი №1).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
4. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება