2010-09-27
ბრძანება №:220/02-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 4 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტის,  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის  24 სექტემბრის №24326/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 4 თებერვლის №17/02-01  ბრძანებაში;
  2. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით;
  3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი ძალაშია 2010 წლის 22 სექტემბრიდან;      
  4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  6. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                     დ. ჩომახიძე    
« უკან დაბრუნება