2007-07-17
ბრძანება №:79/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წელს შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ (ბრძანება N79/01-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წელს შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

2007–2008 სასწავლო წელს თსუ–ის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდეს თსუ-ის ბიბლიოთეკის კორპუსში შემდეგი გრაფიკის დაცვით:
1. გამოცდა უცხო ენაში – 24 სექტემბერი
გამოცდა ინგლისურ ენაში: იურიდიული ფაკულტეტი; ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი; ევროპამცოდნეობა; მედიცინის ფაკულტეტი - 10 . 00 სთ.
• გამოცდა ინგლისურ ენაში: ჰუმანიტარული ფაკულტეტი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 14. 00 სთ.
• გამოცდა გერმანულ ენაში ყველა სამაგისტრო პროგრამისთვის - 10.00 სთ
• გამოცდა ფრანგულ ენაში ყველა სამაგისტრო პროგრამისთვის - 14. 00 სთ.
2. გამოცდა სპეციალობაში:
• ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი –– 27 სექტემბერი, 9.00 სთ
• მედიცინის ფაკულტეტი –– 27 სექტემბერი, 9.00 სთ
• ევროპული კვლევების ინსტიტუტი –– 27 სექტემბერი, 9.00 სთ
• იურიდიული ფაკულტეტი –– 28 სექტემბერი, 9.00 სთ
• ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 28 სექტემბერი, 9.00 სთ
• სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 29 სექტემბერი, 9.00 სთ
• ჰუმანიტარული ფაკულტეტი – 29 სექტემბერი, 9.00 სთ
3. გამოცდის შედეგები გამოცხადდეს გამოცდის მეორე დღეს 11.00 საათზე.
4. სააპელაციო განცხადებების მიიღება განხორციელდეს გამოცდის შედეგების გამოცხადებისთანავე.
5. სააპელაციო განცხადებების შედეგები გამოცხადდეს მათი მიღების მეორე დღეს.
6. სამაგისტრო პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, დანიშნულ ზეპირი გამოცდა/გასაუბრების გრაფიკი დადგინდეს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ.
7. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდეს 1 ოქტომბერს.
8. ჩარიცხულ სტუდენტთა 10% -ის საუნივერსიტეტო დაფინანსება განისაზღვროს სპეციალობაში მიღებული ქულების მიხედვით.
9. მაგისტრატურაში ჩარიცხულთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 2–12 ოქტომბერს, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 4–15 ოქტომბერს, თსუ-ს I კორპუსში (ოთახი #110), 9:00-18:00 საათებში.
10. რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში მაგისტრანტს შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.
11. მაგისტრატურაში სასწავლო პროცესი დაიწყოს 15 ოქტომბერს.
12. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანის მოვალეობის შემსრულებლებს (რ.ბოჭორიშვილი, დ.თვალთვაძე, დ.კერესელიძე, ი.სალუქვაძე, ა.ცისკარიძე, ჯ.ჯანჯღავა) 2007 წლის 19 სექტემბრამდე შესაბამისი დარგობრივი საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შექმნა და გამოცდის დღეს სათანადო წესის დაცვით საგამოცდო ბილეთების წარმოდგენა.
13. დაევალოს კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს (ნ.ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
14. ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ვებგვერდზე;
15. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.


საფუძველი: აკადემიური საბჭოს დადგენილება N 38 (17.07.2007)

 

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება