2010-06-11
ბრძანება №:52/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ნაშრომების გასწორების და აპელაციის ვადების დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ნაშრომების გასწორების და აპელაციის ვადების დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ რექტორის 2010 წლის 24 მარტის №26/01-01 ბრძანების შესაბამისად,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს საგამოცდო ნაშრომის გასწორების შემდეგი ვადები:

1.1    საგამოცდო ცენტრი ვალდებულია გამოცდის ჩატარებიდან შემდგომი სამუშაო დღის 12 საათამდე მიაწოდოს საგამოცდო ნაშრომები შესაბამისი ფაკულტეტის უფლებამოსილ თანამშრომელს.
1.2    ფაკულტეტი თავის მხრივ ვალდებულია გამოყოს ერთი უფლებამოსილი პირი, რომელიც:
ა) საგამოცდო ცენტრისგან ჩაიბარებს ნაშრომებს;
ბ) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისათვის ნაშრომების მიწოდებას და მათგან გასწორებული ნაშრომების მიღებას;
გ) გადასცემს გასწორებულ ნაშრომებს საგამოცდო ცენტრს.
1.3    აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა)    გამოცდის ჩატარებიდან შემდგომი სამუშაო დღის 12 საათის შემდეგ ფაკულტეტის უფლებამოსილი პირისგან ჩაიბაროს საგამოცდო ნაშრომები გასასწორებლად.
ბ)    გაასწოროს ნაშრომები მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და არაუგვიანეს მეექვსე დღის 12 საათისა წარადგინოს ფაკულტეტის მიერ გამოყოფილ უფლებამოსილ პირთან.
1.4    საგამოცდო ცენტრი ვალდებულია გასწორებული ნაშრომები ჩაიბაროს ფაკულტეტის უფლებამოსილი პირისგან და ნაშრომების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს გამოცდის შედეგები.

2.    დამტკიცდეს ნაშრომის ნახვისა და აპელაციის ვადები:

2.1    სტუდენტი, რომელსაც სურს ნაშრომის ნახვა ან/და არ ეთანხმება სემესტრულ დასკვნით/დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, უფლებამოსილია შედეგის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში მიმართოს საგამოცდო ცენტრს განცხადებით/დასაბუთებული საჩივრით და მოითხოვოს ნაშრომის ნახვა ან/და შედეგების გადასინჯვა.
2.2    საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს:
ა)    სტუდენტისათვის თავისი ნაშრომის ჩვენებას განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.
ბ)    ფაკულტეტის უფლებამოსილ თანამშრომელთან იმ ნაშრომების ქსეროასლების გადაგზავნას, რომლებზეც შემოსულია საჩივარი. თავის მხრივ, ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია ერთ დღის განმავლობაში გასასწორებლად გადასცეს ისინი სააპელაციო კომისიას/პროფესორს, რომელიც 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის  დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის, ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ნაშრომის ასლი უბრუნდება საგამოცდო ცენტრს.
 
3.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს (თ.იმედაძე).

4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5.    ბრძანება გამოცხადდეს საჯაროდ.









რექტორის მოადგილე,
ასოცირებული პროფესორი                             ი. დარჩია

« უკან დაბრუნება