2016-04-28
ბრძანება №:61/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “ზოგადი ინგლისური, A1, A2, B1, B2, C1 დონე“-ს ფასიანი მომსახურების განსხვავებული ტარიფებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსხვავებული ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  სასერტიფიკატო კურსის “ზოგადი ინგლისური,                            A1, A2, B1, B2,  C1  დონე“-ს  ფასიანი მომსახურების განსხვავებული ტარიფებისა  და მასწავლებელთა ანაზღაურების  განსხვავებული ტარიფების                განსაზღვრის თაობაზე

    სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრში არსებული სასერტიფიკატო კურსი “ზოგადი ინგლისური, A1, A2, B1, B2 დონე“ შპს “ჰაიდელბერგცემენტის” მიერ გამოცხადებული ტენდერისთვის, რომელიც ითვალისწინებს კომპანიის თანამშრომელთათვის ინგლისური ენის სწავლებას, საჭიროებს განსხვავებული ტარიფების დადგენას ერთჯერადად; სასერტიფიკატო კურსის მოცულობა –              64 საათი; 
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “ზოგადი ინგლისური  A1, A2, B1, B2 დონე“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2016 წლის 28 აპრილის #69/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის  #15753/02 წერილის  საფუძველზე, 
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:     

1. სასერტიფიკატო კურსის “ზოგადი ინგლისური, A1, A2, B1, B2, C1  დონე“-ს  ღირებულება განისაზღვროს შემდეგნაირად: 
ა. ქ.თბილისში კომპანიის ოფისში  ჩატარებული კურსი, ჯგუფური მეცადინეობა  – 1 საათი – 70 ლარი ; ინდივიდუალური მეცადინეობა – 1 საათი – 60 ლარი; 
ბ. ქ.თბილისში თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში  ჩატარებული კურსი ჯგუფური მეცადინეობა – 1 საათი – 60 ლარი; ინდივიდუალური მეცადინეობა –  1 საათი – 60 ლარი; 
გ. ქ.რუსთავში კომპანიის ოფისში ჩატარებული კურსი ჯგუფური მეცადინეობა  – 1 საათი – 70 ლარი; ინდივიდუალური მეცადინეობა – 1 საათი – 65 ლარი; 
დ. ქ.კასპში კომპანიის ოფისში ჩატარებული კურსი ჯგუფური მეცადინეობა კომპანიის ოფისში – 1 საათი – 75 ლარი; ინდივიდუალური მეცადინეობა –  1 საათი – 70 ლარი;
2. სასერტიფიკატო კურსის “ზოგადი ინგლისური, A1, A2, B1, B2,  C1  დონე“-ს  მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ქ.თბილისში სწავლების ჩატარების შემთხვევაში – 1 საათი – 25 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
ქ.რუსთავში სწავლების ჩატარების შემთხვევაში – 1 საათი – 40 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
ქ.თბილისში სწავლების ჩატარების შემთხვევაში – 1 საათი – 45 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                    ერმი ქემოკლიძე            
 

« უკან დაბრუნება