2017-09-07
ბრძანება №:171/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 1 სექტემბრის №14393/28 და 7 სექტემბრის №14826/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 4 სექტემბრის №14541/30 და 5 სექტემბრის №14613/30, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 4 სექტემბრის №14562/32), მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელის 2017 წლის 1 სექტემბრის №14430/31-01, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 5 სექტემბრის №14689/31-01 და 7 სექტემბრის №14809/31, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 4 სექტემბრის №14566/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 4 სექტემბრის №14494/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 29 აგვისტოს №14190/26 და 5 სექტემბრის №14692/26 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები გამოცდის და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 7).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე

რექტორი გიორგი შარვაშიძე « უკან დაბრუნება