2018-02-15
ბრძანება №:29/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში  სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის და  ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რევზ კვატაშიძის 2018 წლის    9 თებერვლის №2312/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 9 თებერვლის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი №15) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი ერთეულის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით: 

მყარი სასარგებლო წიაღისეულისა სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
გაგნიძე მირიან-უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)


ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი
განყოფილება
 ჭიჭინაძე მაია - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ყუფარაძე დავით -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  -  0.5 საშტატო ერთეული (ერთი)

მინერალური  ნედლეულის  ეკონომიკისა  და  სტრატეგიული  დაგეგმარების  სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ოთარაშვილი მანანა – უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო -კვლევითი განყოფილება
ხაჩატურიანი კარინე - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
ჩხობაძე ნანული - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

სილიკატებისა და საშენი  მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი განყოფილება
გეჯაძე იოსებ - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
ლორია ნათელა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232-ე  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე. 



რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება