2013-09-20
ბრძანება №:1591/01-04

სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2013 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მარინე ჩიტაშვილისათვის დროებით რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ" რექტორის 2013 წლის 13 სექტემბრის №104/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 16 სექტემბრის №27977/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 4 სექტემბრის №24730/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერაბათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 19 აგვისტოს №23179/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 9 აგვისტოს №22477/02, და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის 9 სექტემბრის №26181/02 და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2013 წლის 6 სექტემბრის №25739/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    დაიწყოს წარმოება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტი (დანართი №4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6).
1.7.    ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი №7).

2.    აღნიშნულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გამო, არ მიეცეთ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება.
3.    წარმოების განხორციელება დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს სტუდენტთათვის სტატუსის შეწყვეტის რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
6.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7.    ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
8.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან                      ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)








რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                                              მარინე ჩიტაშვილი


« უკან დაბრუნება