2020-02-07
ბრძანება №:30/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესში და წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ.

მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 1 ოქტომბრის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების    ყველასათვის    ხელმისაწვდომ    ადგილზე    განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება