2019-06-24
ბრძანება №:683/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით)„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 3 ივნისის N734 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 7 ივნისის N137/01-01 ბრძანებების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას 19.06.2019წ. N11591/27 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 19.06.2019წ. N11651/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის  საფეხურის  სტუდენტებს
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის პირველი მარტიდან – 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით) სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი N1 – ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 16200 ლარი, უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით, „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, იურიდიული ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი            ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება