2012-11-09
ბრძანება №:149/01-01

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების შესახებ

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის                                28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის #135/ნ ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2012 წლის 2 ნოემბრის #24/1158 (#28564/02, 02.11.2012) წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    გამოცხადდეს მიღება ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.1.    "უროლოგია" - 4 ადგილი
1.2.    "კარდიოლოგია" - 3 ადგილი
1.3.    "თერაპიული სტომატოლოგია" - 21 ადგილი;
1.4.    "ორთოპედიული სტომატოლოგია" - 5 ადგილი.


2.    მიღება განხორციელდეს "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე" უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის  #80/01-01 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის შესაბამისად.
3.    რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

3.1     საბუთების მიღება _ 12 ნოემბერი _ 22 ნოემბერი;
3.2     გასაუბრება – 26 ნოემბერი;
3.3     შედეგების გამოცხადება _ 29 ნოემბერი.

4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება