2018-10-10
ბრძანება №:257/02-01

„სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 25 თებერვლის N25/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 25 თებერვლის    N25/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის,  56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის N414 ბრძანებულების - ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ,,დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ 2007 წლის 15 ივლისის N174 ბრძნების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის კანცელარიის უფროსის  თამარ ვეფხვაძის 2018 წლის 05 ოქტომბრის N20602/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 25 თებერვლის  N25/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებისა და მათი საარქივო შენახვისათვის მომზადების მიზნით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საექსპერტო კომისია (შემდგომში - ,,საექსპერტო კომისია“)   შემდეგი შემადგენლობით: 
ა)ლაშა საღინაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე; 
ბ)თამარ ვეფხვაძე  – თსუ კანცელარიის უფროსი; 
გ)ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;  
დ)ვასილ ბარამიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 
ე)თამარ ოქროპირიძე- თსუ კანცელარიის არქივის განყოფილების უფროსი.“.

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება