2016-09-26
ბრძანება №:169/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რექტორის 2016 წლის 8 ივნისის N93/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №141/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რექტორის 2016 წლის 8 ივნისის N93/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს  №141/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რექტორის 2016 წლის 8 ივნისის N93/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის  26 აგვისტოს №141/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ.ა“, „ბ.ბ“, "დ.ა“, "დ.ბ", „ე.ა.“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებში და აღნიშნული ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1.1 „ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 3 ოქტომბერი“;
1.2    „ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 სექტემბერი - 3 ოქტომბერი“;
1.3     „დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 22 სექტემბერი - 3 ოქტომბერი“;
1.4    „დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 23 სექტემბერი - 3 ოქტომბერი“;
1.5 „ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 3 ოქტომბერი“;
1.6     „ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 სექტემბერი - 3 ოქტომბერი“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

« უკან დაბრუნება