2007-08-10
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ (ბრძანება N234/02–03)

ბრძანება № 234/02-03

 10.08.2007წ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობებზე პერსონალის დანიშვნის შესახებ

 

   საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის,    38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,  `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ~ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2007 წლის 28 თებერვლის # 08/02_01 და `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების  შესახებ~ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის # 10/02-01 ბრძანებების  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით შეუწყდეთ
შრომითი ურთიერთობა დანართი №1-ით  განსაზღვრულ პირებს 2007 წლის       10 აგვისტოდან;
2. კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნონ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი №2-ით განსაზღვრული პირები  2007 წლის 10 აგვისტოდან;

 

3. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით; 
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
5. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;  
6. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი №2-ით განსაზღვრულ პირებთან;
7. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყონ ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა  დანართი  № 1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
8. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
9. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
11.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარისათვის მისი 
გაცნობიდან ერთი თვის ვადაში  თბილისის საქალაქო სასამართლოში
(მის. სარაჯიშვილის გამზირი № 1ა)

 

   საფუძველი: საკონკურსო კომისიის წარდგინება # 10141/02, 27.07.2007.

 

  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            გ. გალდავა

« უკან დაბრუნება