2012-09-17
ბრძანება №:1482/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 14 აგვისტოს #19453/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 14 აგვისტოს #19475/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერაბათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 31 აგვისტოს #20643/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 10 აგვისტოს #19259/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 10 სექტემბრის #21901/02 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 15 აგვისტოს #19492/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  დაიწყოს წარმოება ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1.   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3.   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4.   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტი (დანართი 4);
1.5.   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
1.6.   მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6).

2.  აღნიშნულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გამო, არ მიეცეთ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება.
3.  წარმოების განხორციელება დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.
4.  დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს სტუდენტთათვის სტატუსის შეწყვეტის  პროექტის მომზადება მიმდინარე წლის  13 ოქტომბრამდე.
5.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                  ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება