2019-11-27
ბრძანება №:1350/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2019- 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2019- 2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების მე-2 პუნქტის, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის N281/01-01 და 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 22.11.2019წ. N22880/10 დასკვნის, სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  თამარ  დოლბაიას 20.11.2019წ. N22708/30 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 35346 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები დანართი N1-ის მიხედვით;
2.დაევალოს     საფინანსო     დეპარტამენტს     შეიტანოს     შესაბამისი     ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება მაინდიფიცირებული მონაცემების გარეშე დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი    ლაშა საღინაძე
« უკან დაბრუნება