2015-12-07
ბრძანება №:218/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2015 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2015 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის                11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო რექტორის მოადგილის მერაბ ელიაშვილისათვის დროებით რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ“ რექტორის 2015 წლის 03 დეკემბრის N217/01-01 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფორუმი ჩატარდეს 2016 წლის    23 აპრილს.
2. უნივერსიტეტების ფაკულტეტებსა და შესაბამის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს დაევალოთ საკონკურსო კომისიების წევრების კანდიდატურების უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა არაუგვიანეს 2016 წლის 16 იანვრისა, რექტორის ბრძანებით დამტკიცების მიზნით.
3. საკონკურსო კომისიებს დაევალოს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობაზე კონკურსი გამოაცხადოს არაუგვიანეს 2016 წლის                        30 იანვრისა.
4. უნივერსიტეტის ფაკულტეტებს დაევალოთ ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობისათვის უფლებამოსილ პირთა მოხსენებების დადგენილი წესით მიღება 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
5. საკონკურსო კომისიებს დაევალოს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე წარსადგენი მოხსენებები შეარჩიოს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა.
6. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე, პროფესორი                                                         მერაბ ელიაშვილი



« უკან დაბრუნება